შვედეთის მთავრობამ შესაძლოა, პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება აკრძალოს
შვედეთის მთავრობა პლასტმასის ნივთების აკრძალვაზე ფიქრობს. იდეის ავტორი რამდენიმე პარტიაა, მათ შორის მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატები.
„ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის მითითებით და ვსწავლობთ, შესაძლებელია თუ არა პლასტმასის ნივთების, როგორიცაა მაგალიათად, ჭიქები, ჩანგლები და კონტეინერები აკრძალვა“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა, იზაბელა ლევინმა.
მინისტრის თქმით, მსგავსი სახის ნივთები სხვა მასალით დამზადდება, მაგალითად მუყაოთი.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პლასტიკური ნივთები 2021 წლიდან უნდა აიკრძალოს.