შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ
დროა, საქართველომ განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
როსვალის თქმით, შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით.
„მინდა, აღვნიშნო, რომ შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ. ახლა დროა, საქართველომ განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა როსვალმა.