შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს
შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს.
ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად: „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ინვესტიციას მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნულია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
დოკუმენტის თანახმად, შევედთი ხელს უწყობს ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლო ქვეყნებთან ურთიერთობის განმტკიცებას.
„აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გზით, შვედეთი გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ის ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებთან“, – ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რომლის მიზნებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.