შვედეთის ელჩი - ვიმყოფებოდი კახეთში, რთველში კოლეგა ელჩებთან ერთად, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მონაწილეობისა და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის
ვიმყოფებოდი კახეთში, რთველში კოლეგა ელჩებთან ერთად, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მონაწილეობისა და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის, –
ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვიმყოფებოდი რთველში მააიკე ვან კოლდამსა და სხვა კოლეგებთან – ელჩებთან ერთად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას საქართველოს სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.