ბათუმში არდაგანის ტბა გაწმენდილია. არდაგანის ტბის გაწმენდით სამუშაოებს შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, „ტვიტერზე“ კიდევ ერთხელ ეხმაურება. დიპლომატი წერს, რომ ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია.
„მოცეკვავე შადრევნები“ არდაგანის ტბასთან რამდენიმე საათის შემდეგ. როგორც გავარკვიე, „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია“,- წერს ელჩი.
შვედეთის ელჩმა დღეს „ტვიტერზე“ დაბინძურებული არდაგანის ტბის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ „შორიდან ტბა, სადაც „მოცეკვავე შადრევანია“, ლამაზია, თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“.
საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ გამოეხმაურა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ტბაში გაურკვეველი სითხე ჩაიღვარა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.