შვედეთის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა ოთხი პროცენტით შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს შვედეთის აეროპორტებით 40 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით ორი მილიონით ნაკლებია.
ამასთან, ქვეყნის შიგნით თვითმფრინავის მგზავრების რიცხვი ცხრა პროცენტითაა შემცირებული. ინფორმაციას შვედეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ავრცელებს.
აღნიშნულის მიზეზი გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელსაც შვედეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე უერთდება. მოძრაობის წევრები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ნაკლები იმოგზაურონ თვითმფრინავებით და ამ გზით დაიცვან გარემო ნახშირორჟანგით დაბინძურებისგან.
შვედეთის 22 ათასზე მეტმა მოქალაქე ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის მიხედვითაც, ისინი 2020 წელს თვითმფრინავით ფრენაზე საერთოდ უარს იტყვიან.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც თვითმფრინავის მგზავრების რიცხვი შემცირდა.
მთლიანობაში ევროკავშირის ქვეყნებში შარშანდელთან შედარებით თვითმფრინავის მგზავრთა რიცხვი 100 000-ით არის გაზრდილი.