შვედეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს
შვედეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გადასცემს. როგორც შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მთავრობის მიერ კიევის მხარდასაჭერად გამოყოფილი პაკეტის ღირებულება 630 მილიონ ევროს აღწევს.

პაკეტი მოიცავს ათ სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საზენიტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რობოტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

თანხის ნაწილი ასევე დაიხარჯება სხვადასხვა ფონდებიდან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

შვედეთმა ამ დრომდე უკრაინას 30 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწია, რაც 2,8 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.