შვედეთი რუსეთის სამხედრო ავიაციას საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
შვედეთი რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. შვედეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის Ил-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავმა და ორმა Су-27-ის რუსულმა ავიაგამადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 19 იანვარს დაარღვიეს.
შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინციდენტის შესახებ ქვეყნის მთავრობას აცნობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის სადაზვერვო თვითმფრინავი Gulfstream-ი ბალტიისპირეთის რეგიონში რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა და სამიზნისთვის გზის გადასაჭრელად ორი სამხედრო თვითმფრინავი აფრინდა. მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ კი თვითმფრინავები ბაზაზე დაბრუნდნენ. მოსკოვში შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფენ.