შვედეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს აწესებს
შვედეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს აწესებს. ქვეყნის მაშტაბით საჯარო შეკრება რვა ადამიანამდე შეიზღუდა. დღემდე შვედეთში 300 ადამიანის შეკრება იყო ნებადართული. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ეს ახალი ნორმაა, რომელიც მთელ საზოგადოებას ეხება. არ წახვიდეთ სპორტულ დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, არ უმასპინძლოთ შეკრებებს, გააუქმეთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევიენმა.
შვედეთს პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველი ტალღის დროს ქვეყანამ კარანტინი არ დააწესა.
შვედეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 177 355 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 164 ადამიანი.