შვედეთი 1975 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს
შვედეთი 1975 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს

შვედეთი 1975 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს. სამხედრო სწავლებაში ნაციონალური გვარდიის 40 ბატალიონი და 22 ათასი რეზერვისტი მონაწილეობს.

როგორც შვედეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიკაელ ბიდენმა განაცხადა, წვრთნები შვედეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლებას უკავშირდება.

შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლოს ნაციონალური გვარდია სამხედრო სწავლებაში სრული შემადგენლობით 1975 წელს „ცივი ომის“ პერიოდში ჩართო.

შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნაციონალური გვარდია პასუხისმგებელია შვედეთის სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე, სახელმწიფო დაწესებულებების, აეროპორტების, საზღვაო პორტების დაცვაზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შვედეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ მოქალაქეებს დაურიგა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც შეიცავს მითითებებს, როგორ უნდა მოიქცნენ ომის, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და კიბერთავდასხმების შემთხვევაში.