აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, ქალაქი შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, შუშამ უნდა დაიბრუნოს არა მხოლოდ ისტორიული იერსახე, არამედ იქცეს მდიდარი კულტურის, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების თვალსაჩინო ნიმუშად.