შუქრუთში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაღაროში მიმდინარე სამუშაოების გამო უსახლკაროდ რჩებიან და „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები შუქრუთის მაღაროს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ აქცია გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სახლების ნგრევის გამო ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მათი თქმით, მიწისქვეშა სამუშაოების გამო მთელი სოფელი უსახლკაროდ რჩება. მათივე თქმით, მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაცია უკვე აიღო.