შუქრუთის მაღაროსთან სოფლის მოსახლეობა მეხუთე დღეა აქციას მართავს 
შუქრუთის მაღაროსთან სოფლის მოსახლეობა მეხუთე დღეა აქციას მართავს 

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სოფლის ტერიტორიაზე არსებულ 11 მაღაროში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია.

მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანიამ ზარალის ანაზღაურება დაზარალებულებს თვენახევრის წინ აღუთქვა, თუმცა პირობა დაარღვია. ადგილობრივები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

„ხელისუფლებამ შეასრულოს მედიატორის როლი და დაიცვას ჩვენი უფლებები. სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯანიკო ლაბაძემ.

აქცია სოფელ შუქრუთში მეხუთე დღეა მიმდინარეობს.