შუქრუთის მაღაროში მომხდარს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები სწავლობენ 
შუქრუთის მაღაროში მომხდარს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები სწავლობენ 

შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შუქრუთის მაღაროში ჩავიდნენ. ისინი შემთხვევის ადგილს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერებენ.

დასკვნას იმის შესახებ უკავშირდებოდა თუ არა მომხდარი ფაქტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ჯგუფი რამდენიმე დღეში მოამზადებენ.

„ჩვენმა სამსახურმა გასული წლის ზაფხულში შეამოწმა მაღაროები და გვქონდა გარკვეული სახის შენიშვნები, რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ეს ადგილი გასულ წელს არ დაგვითვალიერებია. მოგეხსენებათ, მაღაროში მადნის მოპოვების სამუშაო გვირაბის გაყვანის პარალელურად მიმდინარეობს, შესაბამისად შარშან გვირაბი ასეთ სიღრმემდე გაყვანილი არ იყო”, – განუცხადა პირველ არხს შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.  მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა.