თელავი-გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე „კიას” მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად, „კიას” მარკის ჯიპის მძღოლი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.