შუახევსა და ქედაში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია
შუახევსა და ქედაში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 ლოკაციიდან 13-ზე გაწმენდითი სამუშაო პროცესი დასრულებულია. გზა დაზიანებული რჩება მხოლოდ სამი სოფლის მიმართულებით: სკურდიდის, შუშანეთისა და მარადიდის მიმართულებით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი მოსახლეობას საშუალება აქვს, შემოვლითი გზით ისარგებლოს.