შუახევის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ პირველ არხთან განაცხადა.
„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ბრიგადები, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ცალკეული კერების გაღვივების საშიშროება და ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებული არ არის.
საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია ტექნიკა, ხვალ დილისთვის ხანძრის კერებთან გზას მივიყვანთ და ტექნიკასაც გამოვიყენებთ”, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ხანძრის ლოკალიზებისთვის დღეს ტექნიკის გამოყენება ვერ მოხერხდა, რადგან ცეცხლის კერა ტექნიკისთვის მიუვალი იყო.