შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს. წელს კი, 100 წელი 34 მოქალაქეს შეუსრულდება.

შუახევში, სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ასიე მახარაძეს, რომელიც 100 წლის დღეს გახდა, საუკუნის იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა და სახლში მოინახულა.

ასიე მახარაძე რვა შვილის დედა, 20 შვილიშვილისა და 47 შვილთაშვილის ბებიაა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ასიე მახარაძეს 1000 ლარი გადასცა. იუბილარმა სიმბოლური საჩუქარი მერიისგანაც მიიღო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლიდან ხანდაზმულების საჩუქარი 1000 ლარამდე გაიზარდა.