შუახნის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა, მარნეულიდანაა
შუახნის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა, მარნეულიდანაა

შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდანაა.

პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში მოათავსეს.

ფაქტს საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე.

სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

მარნეულში ამ წუთებში ელოდებიან ეპიდემიოლოგებს, რომლებიც აღნიშნული პაციენტის კონტაქტებს შეისწავლიან.

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.