შტორმ „კიარას“ გამო ამსტერდამისა და მიუნხენის აეროპორტებში რეისები გადაიდო
შტორმ „კიარას“ გამო ამსტერდამისა და მიუნხენის აეროპორტებში რეისები გადაიდო

ამსტერდამში, სხიპჰოლის აეროპორტში შტორმ „კიარას“ გამო 240 რეისია გადადებული.

ნიდერლანდებში ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. რამდენიმე რეგიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა.

ანალოგიური მდგომარეობაა გერმანიაშიც. შტორმის გამო „ევროვინგსმა“ თითქმის ყველა რეისი გადადო. მიუნხენის აეროპორტიდან თითქმის ყველა რეისი გადადო ავიაკომპანია „ლუფთანზამ“.