შსს - ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული
ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირია დაკავებული“, – აცხადებენ შსს-ში.
ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს.