შსს - დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა გახდა ავად და საგამოძიებო კომისიის სხდომას არ დაესწრება
დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სიგუა ავადაა.
„იოსებ სიგუა გახდა ავად, ამიტომ, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დღეს კომისიის სხდომას ვერ დაესწრება. ჯერჯერობით, არ ვიცით, როდის შეძლებს კომისიაზე გამოცხადებას. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტიც წარედგინება“, – განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ სიგუას გუშინდელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში არ ადასტურებენ.