შსს - „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს განემარტათ, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის” ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე „თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შესთავაზეს გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.