შსს-სთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება აღარ გაიმართება
შსს-სთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება აღარ გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს, 09:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება აღარ ჩატარდება.

როგორც „თბილისის პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ ინფორმაციამ შიდა ჯგუფიდან გაჟონა.

გაიმართება თუ არა „ღირსების მარში“ და როგორია ორგანიზატორების სამოქმედო გეგმა, ამის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.