შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია დასრულდა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ სამინისტროს კანცელარიაში შს მინისტრის სახელზე განცხადება და ე.წ. გაიშნიკის ჯოხი ჩააბარა.
„სიმბოლურად მათ მოვუტანეთ 1990-იანების ე.წ. გაიშნიკის ჯოხი, ასევე დავტოვეთ განცხადება, რომელსაც აქვს დართული პოლიციის შესახებ კანონი და ვთხოვთ შს მინისტრს, იყოს ქვეყნის სამსახურში, შეცვალოს დღევანდელი რეალობა და არ დაგვაბრუნოს „გაი-ს“ ეპოქაში, როდესაც პოლიცია კრიმინალებთან იყო შეკრული“,- განაცხადა ნიკა ფარულავამ.