შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორი აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად შსს-ს შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები შეიკრიბნენ მოწოდებით „ნუ დააბრუნებთ გაი-ს ეპოქას“. მათი განცხადებით, აპროტესტებენ პოლიციის ქმედებებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების დაკავებას შეეხება.
ცოტა ხანში კი, სამინისტროსთან რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც სავარაუდოდ „გირჩის“ აქტივისტები არიან, თუმცა ისინი მედიას ორგანიზაცია „20-30“-იანელებად გაეცნენ.
მათ განაცხადეს, რომ შეიკრიბნენ, რათა გამართონ კონტრაქცია და მხარი დაუჭირონ პოლიციელებს. მათ წარმოდგენილი აქვთ პლაკატები წარწერით „ერის მამის დაცვა საამაყოა“, „სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია“.
შსს-სთან მობილიზებულია პოლიცია.