შსს - სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე
პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.