შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მოწმეების გამოკითხვა განახლდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მოწმეების გამოკითხვა განახლდა. საგამოძიებო ორგანოში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფება.
მოწმეები გამომძიებლების კითხვებს თანმხლებ პირებთან ერთად პასუხობენ.
შსს-ში შესვლამდე მოწმეებს და მათ უფლებადამცველებს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ, ამიტომ უცნობია ფლობენ თუ არა ისინი რაიმე დამატებით ინფორმაციას ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ.
შსს-მ განახლებული გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის შვიდი მოწმე გამოკითხა, აქედან ხუთი არასრულწლოვანი, ორი კი 51-ე სკოლის პედაგოგი.