შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტ თამარ შოშიტაიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს  
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტ თამარ შოშიტაიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს  

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი თამარ შოშიტაიშვილი იმყოფება.

შოშიტაიშვილი გამოკითხვაზე უკომენტაროდ შევიდა და ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას არასრულწლოვნების დაზიანებებზე ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

გამოძიების ფარგლებში, გუშინ გამოიკითხა საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი  მირზა სუბელიანი, გასული დღეების განმავლობაში კი, გამოიკითხნენ არასრულწლოვნებიც.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.