შსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ
შსს-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მივიდნენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეხვედრა გაიმართება. მათივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგება.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შსს-ში დახურული შეხვედრა იმართება, თუმცა უწყებაში შეხვედრის თემას არ აკონკრეტებენ. შსს-ში ასევე არ აკეთებენ კომენტარს, ესწრება თუ არა შეხვედრას გიორგი გახარია.