შსს-ში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში მასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტის თაობაზე იმყოფებოდა
შსს-ში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში მასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტის თაობაზე იმყოფებოდა

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში 2015 წელს დაწყებული გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო დაბარებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე 2015 წელს დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება მისულია დასკვნით, კერძოდ საქმის შეწყვეტის ეტაპზე, ვინაიდან საქმეში არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტს საბოლოო დასკვნის გასაცემად დამატებით წარსადგენი აქვს სამედიცინო გამოკვლევის დოკუმენტაცია.

მათივე ცნობით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დაბარებული „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში.

ტელეკომპანია „იბერიამ“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებდნენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაშია გადაყვანილი, რაც „ მათი ღრმა რწმენით, უკავშირდებოდა „ომეგა-იბერიას“ თანამშრომლებზე რეპრესიების დაწყებას“.