შსს-ში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.