შსს-ში აცხადებენ, რომ გუმათში დაპირისპირების დროს ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში განვითარებული მოვლენების დროს ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.
გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა კვლავ სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ჰესის მოწინააღმდეგეები დილის 05:00 საათზე „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან აპირებენ შეკრებას.