შსს-ში აცხადებენ, რომ 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისში, 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 24-ე სკოლასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი – დანა.
შსს-ს ცნობით, ამ წუთებში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.