შსს-ში 20:00 საათზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე კომენტარი გაკეთდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:00 საათზე კომენტარი გაკეთდება.
დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.