შსს-ში 18:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შსს-ში 18:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ამის შესახებ პირველ არხს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

სავარაუდოდ, შს სამინისტროში განცხადება პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ფაქტზე გაკეთდება.

რატიანის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173 წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.