შსს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს სამეგრელოში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გამართავს.
შსს-ს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანი სამ ფუნქციურ ზონად დაიყოფა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს 100 წლის ისტორიას გააცოცხლებს. აღნიშნულ ზონაში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები.
ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენას წარმოადგენს.
ასევე, ჩატარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები და დაჯილდოებები. დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.