შსს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდში გამართავს
შსს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდში გამართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს.

უწყების ინფორმაციით, 26 მაისს 11:00 საათიდან სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი

ერთიანი საქართველოს მეფეები;
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921;
1991 დამოუკიდებლობის აღდგენა – რეფერენდუმი;
ემიგრანტები.

ზვიად გამსახურდიას სტენდი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ საინფორმაციო სტენდი;

დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია

დამოუკიდებლობის აქტზე სიმბოლური ხელმოწერების დატოვება

საგამოფენო პავილიონი – „ქვეყნის უსაფრთხოება“

ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა;

აუდიო სტენდი – „ერთიანი საქართველო“

ველოსიპედების ხეივანი;

საბავშვო-გასართობი სივრცე

სტრატეგიული თამაში – „გააერთიანე საქართველო“
თემატური თამაშები ბავშვებისთვის.
ხატვის საბავშვო სივრცე;
ზღაპრის გმირები/ანიმატორები;
კალიგრაფიის მასტერკლასი;
კალათბურთის ფარი ;
საცოცი კედელი;
საგზაო მოძრაობის მინი ნიშნები და წესები ბავშვებისთვის;

სამახსოვრო ფოტო

ფოტოების გადაღება/ბეჭდვა;
გიფის გადაღება;
ფოტოები დიდ ეკრანებზე;
ფოტოჩარჩო.

მოსასვენებელი სივრცე

17:00 გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი

17:10 ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას

დასკვნითი კონცერტი: ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ.