შსს - სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან დაბა ადიგენში, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ კანონის ნორმებს
შსს - სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან დაბა ადიგენში, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ კანონის ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადიგენში მოქალაქეთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს გახსნას ითხოვს. ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი მუსლიმ თემს არ წარმოადგენს.