შსს-ს წარმომადგენელი - წყნეთის ქუჩაზე პოლიციის გამოძახება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდებოდა
შსს-ს წარმომადგენელი - წყნეთის ქუჩაზე პოლიციის გამოძახება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდებოდა

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.

ჟურნალისტებს ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

მელიას თქმით, როგორც ამბობენ, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც სასწრაფოს ექიმებმა თქვეს, პაციენტმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, როგორც გვითხრეს, არის პროკურორი“, – განაცხადა თამარ მელიამ.

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით პოლიცია იყო მობილიზებული. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაცემი იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი.