შსს-ს თანამშრომლებს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი ჩაუტარდათ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 20 თანამშრომელს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა.

მაღალი ქულების მქონე 10 მონაწილე სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება და ტრენერთა ტრენინგს გაივლის. სწავლების მიზანი იყო ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.