შსს-ს თანამშრომლების ვაქცინაცია გრძელდება
შსს-ს თანამშრომლების ვაქცინაცია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ასევე მართლწესრიგის ოფიცრებს დღეს ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.

კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოფარმის“, „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სამინისტროს 18 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.