შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარი შემთხვევის გამოძიებას აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ მოხდა.