შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია იმართება
შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია იმართება

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეძღვნება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“. მათი განცხადებით, აქცია მდუმარე იქნება.

ადგილზე იკრიბებიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები. ასევე, აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი ადგილზე ყვავილებით მივიდნენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით „სისტემა ყარს“, „სისტემა დასასჯელია“.