შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად მერაბ წურწუმია დაინიშნა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად მერაბ წურწუმია დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად მერაბ წურწუმია დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებული, პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია პროფესიით სამართალმცოდნეა. წურწუმია 1993-1999 სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მან 2005 წელს გაიარა საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების კურსები, ხოლო 2010 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირთა გადამზადების კურსები.

მერაბ წურწუმიას 2007 წელს ესტონეთის პოლიციის სკოლაში გავლილი აქვს ტრენინგები. წურწუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1990 წლიდან მუშაობს;

1999-2004 წლებში ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის უფროსი ინსპექტორი;

2004-2006 წლებში მან საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურად;

2006-2007 წლებში მუშაობდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს I სახაზო-საპატრულო სამმართველოს ასეულის მეთაურის პოზიციაზე;

2007 წელს იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, შემდეგ საქმიანობა გააგრძელა ამავე დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე;

2007-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს I სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი;

2013-2014 წლებში საქმიანობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;

2014-2015 წლებში იყო – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს უფროსი;

2015 წელს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე;

2015-2016 წელს იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი;

2016 წლის მაისიდან დღემდე მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.