შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ჰეზერ ბერგი ეწვია.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი სერგო ძაგნიძე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი – რებეკა ჰანტი ესწრებოდნენ.
მხარეებმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.