შსს-ს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლს უშენებენ [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლს უშენებენ. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.