შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება
გამოძიების ამ ეტაპზე ვერაზე მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება განიხილება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლული იპოვეს.