შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება, – აცხადებენ პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.