შსს-ს ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებულია
შსს-ს ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებულია

პოეტი ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაქტზე წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება საბოლოო გამოძიებამდე ზემოაღნიშნულ პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექცია მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს სწავლობს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.